მთავარი,სიახლეები

თურქეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

27.02.2023 • 1342
თურქეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დღეს, 27 თებერვალს, თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

პირველადი ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. დანგრეულია შენობები. ადგილზე მაშველების ჯგუფები მუშაობენ.

მოქალაქეები, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ გამოვიდნენ ქუჩებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გააფრთხილა, რომ შორს დარჩნენ ნაგებობებისგან და არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში.

__________

ფოტო: „დეილი საბაჰი“/dailysabah.com

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: