მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 თებერვალი

26.02.2023 • 867
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 148 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 660]
  • ტანკი – 3 381 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 6 615 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 380 ერთეული [+7]
  • MLRS – 475 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 299 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 288 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 037 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 242 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 26 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 390 თვითმფრინავი
  • 211 ვერტმფრენი
  • 3 243 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 042 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 045 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 222 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 556 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთი რომ უკრაინას ვერ აიღებს, ფაქტია. ის შეეცდება ივაჭროს“ – ინტერვიუ გენერალთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: