დღეს ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა Critical Mass Batumi მოეწყო. Critical Mass-ი არის ყოველთვიური ველომსვლელობა ქალაქის ქუჩებში და იმართება მსოფლიოს 300-მდე ქალაქში, ყოველი თვის ბოლო პარასკევს.
ჯგუფური მსვლელობის მიზანია, შეახსენონ ავტომანქანის მძღოლებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ მაშინ, როცა ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან.