მთავარი,სიახლეები

ათასობით ავღანელმა თურქეთის დახმარების მოტივით ქვეყნიდან გაქცევა სცადა

10.02.2023 • 1061
ათასობით ავღანელმა თურქეთის დახმარების მოტივით ქვეყნიდან გაქცევა სცადა

9 თებერვალს, ღამე, ავღანეთში გავრცელდა ჭორი, რომ მოხალისეებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობა თვითმფრინავით წაიყვანდა. მალევე ასობით ავღანელი ქალი, ბავშვი და კაცი გაემართა ქაბულის აეროპორტისკენ.

სოციალურ ქსელებში ამის ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა.

ფაქტს ადასტურებენ საერთაშორისო მედიაგამოცემები: „ასოშიეითიდ პრესი“, „ვაშინგტონ პოსტი“ და სხვა.

მოგვიანებით, თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია თურქეთში მოხალისეების გაგზავნის თაობაზე მხოლოდ ჭორი იყო და მსგავსი რამ არ იგეგმებოდა.

„გავიგე, რომ თურქეთს ხალხი მიჰყავს და ვიფიქრე, რომ შემიძლია წავიდე და დავეხმარო ადამიანებს.

ასევე, ეს შეიძლება ჩემი შესაძლებლობაა ამ ქვეყნიდან გასაღწევი გზის საპოვნელად,“ – უთხრა 26 წლის აბდულ ღაფარმა „ასოშიეთიდ პრესს“. იგი მათ შორის იყო, ვინც აეროპორტისკენ მიემართებოდა.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში ნატოსა და აშშ-ს ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, ათასობით ადამიანი ცდილობდა ქვეყნიდან გაღწევას. იყო შემთხვევებიც, როცა მოქალაქეები აფრენილ თვითმფრინავს ჩამოეკიდნენ.

9 თებერვლის ღამეს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს სწორედ ეს კადრები გაახსენა. მას შემდეგ, რაც თალიბანმა  ავღანეთზე კონტროლიდაამყარა და თავი ხელისუფლებად გამოაცხადა, ცხოვრება იქ დღითიდღე რთულდება.

___________

ამავე თემაზე: 

ავღანეთი: დაუსრულებელ ქაოსში გახვეული ქვეყანა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: