მთავარი,სიახლეები

მიწისძვრა თურქეთში – დაიღუპა 18 ათასზე მეტი ადამიანი

10.02.2023 • 1114
მიწისძვრა თურქეთში – დაიღუპა 18 ათასზე მეტი ადამიანი

10 თებერვლის დილის მონაცემებით, დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში 18 342 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანია ევაკუირებული.

თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თურქეთში არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, საქართველომაც.

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში დასახმარებლად ჩასულია 6810 მაშველი სხვადასხვა ქვეყნიდან.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

თურქეთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

__________

ფოტო: „ანადოლუ“/

ამავე თემაზე: 

თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარებას აგროვებენ – მისამართები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: