მთავარი,სიახლეები

ბახმუტის მისადგომებთან რუსული ძალების დომინირება მზარდია – ბრიტანეთის დაზვერვა

10.02.2023 • 1170
ბახმუტის მისადგომებთან რუსული ძალების დომინირება მზარდია – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 10 თებერვლის ანგარიშში რუსეთის სავარაუდოდ ტაქტიკურ მიღწევებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 7 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ ორ ძირითად სექტორში მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემების თანახმად, დონბასის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ შემოგარენში „ვაგნერის“ დაჯგუფებამ 2-3 კილომეტრით წაიწია დასავლეთით და ისინი ქალაქში შემავალ მთავარ გზასთან [M-03] აკონტროლებენ გარეუბანს.

უწყების შეფასებით, ბახმუტის მისადგომებთან რუსული ძალების დომინირება მზარდია.

ასევე, უწყების ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთით რუსულმა დანაყოფებმა წინსვლას მიაღწიეს ქალაქ ვუჰლედარის დასავლეთ მისადგომთან, სადაც შეტევითი ოპერაციები 2023 წლის იანვარში განაახლეს.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რუსულ ძალებს განსაკუთრებით მძიმე ადამიანური დანაკარგები ვუჰლედარის ირგვლივ ჰქონდათ, რადგან შეტევაში ჩართულები იყვნენ გამოუცდელი დანაყოფები. ერთ ინციდენტში წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ რუსი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, გაიქცნენ და მიატოვეს ძირითადად ხელუხლებელი, მინიმუმ 30 ჯავშანმანქანა.

_____

ამავე თემაზე: 

ბრძოლა ბახმუტისთვის – რა ხდება ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: