მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 იანვარი

28.01.2023 • 850
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 28 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 125 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 3 189 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 6 344 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 188 ერთეული [+8]
  • MLRS – 453 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 293 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 947 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 027 ერთეული [+26]
  • სპეცტექნიკა – 199 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 28 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 381 თვითმფრინავი
  • 204 ვერტმფრენი
  • 2 976 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 656 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 992 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 944 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 198 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინას „ლეოპარდებს“ და „აბრამსებს“ აძლევენ, რამდენად შეძლებს კონტრდარტყმას – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: