მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 დეკემბერი

26.12.2022 • 882
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 102 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 3 016 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 017 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 1 996 ერთეული [+5]
  • MLRS – 418 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 707 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 647 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 352 თვითმფრინავი
  • 192 ვერტმფრენი
  • 2 731 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 249 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 944 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 719 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 765 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა ყირიმს ძალითა და დიპლომატიით დაიბრუნებს – ბუდანოვი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: