გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ნოემბრის 21 საათიდან 26 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი
- ღამით: 8 – 13 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი
- ღამით: 0 –5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 27 ნოემბერს, მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა, ორშაბათს კი აჭარაში გამოიდარებს.
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
______________
ფოტოზე: შემოდგომა სოფელ კირნათში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან