მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ხერსონიდან გასვლა დაიწყო, კახოვკის დამბის აფეთქების საფრთხე კვლავ რჩება – ISW

22.10.2022 • 1091
რუსეთმა ხერსონიდან გასვლა დაიწყო, კახოვკის დამბის აფეთქების საფრთხე კვლავ რჩება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ადასტურებს, რომ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთმა საკუთარი ჯარების გაყვანა დაიწყო.

ISW-ის ვარაუდით, რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, აპირებენ გამოსვლის პროცესი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გააგრძელონ, თუმცა თუ უკრაინის ძალები შეტევას დაიწყებენ, რუსები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან.

„რუსეთის ოფიციალური პირები ძალიან თავშეკავებულნი არიან იმ საკითხთან დაკავშირებით, გასცა თუ არა ხერსონიდან ჯარების გამოყვანის ბრძანება პირადად ვლადიმერ პუტინმა. სავარაუდოდ, ისინი კვალავაც გააგრძელებენ რუსული საინფორმაციო სივრცის მომზადებას ხერსონში მომავალი მარცხისთვის,“ – წერს ISW.

დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები კვლავ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის საკითხს უბრუნდებიან. ISW-ის ვარაუდით, რუსები ეცდებიან, საკუთარი უკან დახევის გადასაფარად, კახოვკის ელექტროსადგურის დამბა ააფეთქონ და ამაში უკრაინა დაადანაშაულონ.

ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ამ აფეთქებით რუსები ასევე ეცდებიან, ხელი შეუშალონ უკრაინის ძალებს, მათ ხერსონის ოლქის სიღრმეში დაედევნონ.

ISW იქვე მიუთითებს, რომ უკრაინას დამბის აფეთქების ვერანაირი მატერიალური ინტერესი ვერ ექნება, რადგან ამ კატასტროფამ შესაძლოა 80 უკრაინული ქალაქი დატბოროს, ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქციოს და სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენოს უკრაინის ენერგომომარაგება.

მეორე მხრივ, რუსეთს აქვს ყველანაირი ინტერესი და განცხადებები, რომ რუსები არ ააფეთქებენ  დამბას ყირიმის წყალმომარაგების გამო, საფუძველს მოკლებულია.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდასხმებს დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქებში;
  • რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, ბრძოლები გრძელდებოდა ხარკოვის ჩრდილოაღმოსავლეთით, სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე და ლისიჩანსკის დასავლეთით;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ მოსახლეობის იძელებით ევაკუაციას დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან;

გადაბეჭდვის წესი


ასევე: