მთავარი,სიახლეები

გომისმთასა და ბახმაროში 38 პირს მიწის მიტაცებას ედავებიან – პროკურატურა

13.10.2022 • 818
გომისმთასა და ბახმაროში 38 პირს მიწის მიტაცებას ედავებიან – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა იუწყება,  რომ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების სამი ფაქტი გამოავლინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 133 692 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

სამივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს,“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურა ასევე იუწყება, რომ აქტიურად აგრძელებს გამოძიებას როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

პროკურატურის ცნობით, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 38 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 120 041 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: