მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ხარკოვიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არმია გაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

13.09.2022 • 5422
რუსეთმა ხარკოვიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არმია გაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირაში ხარკოვის ოლქიდან გაყვანილი ჯარების ნაწილები მიეკუთვნებოდნენ პირველი გვარდიის სატანკო არმიას, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ემორჩილება.

უწყების შეფასებით, პირველი გვარდიის სატანკო არმიამ ჯერ კიდევ ომის საწყის ეტაპზე განიცადა უდიდესი დანაკარგი, რომლის აღდგენაც რუსეთმა ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევამდე ვერ მოასწრო.

„პირველი სატანკო არმია იყო რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული არმია, რომელსაც მოსკოვის დაცვა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების წარმოება ევალებოდა,“ – აღნიშნავს დაზვერვა 13 სექტემბრის რელიზში.

უწყება დასძენს, რომ პირველი გვარდიის სატანკო არმიისა და აღმოსავლეთ ოლქის სხვა ფორმირებების სერიოზული დანაკარგები NATO-ს წინააღმდეგობისთვის განკუთვნილ რუსეთის ძალებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.

„რუსეთს წლები დასჭირდება ამ პოტენციალის აღსადგენად,“ – წერს დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ადასტურებდა, რომ  ბოლო ერთ კვირაში, ხარკოვის ოლქში, უკრაინამ სულ მცირე ლონდონის რაიონზე (Greater London – 1,569 კმ²) ორჯერ დიდი ტერიტორია დაიბრუნა, რუსეთმა კი ოლქიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: