რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა ისევ შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ივლისში 100.59 მილიონი აშშ დოლარი გამოგზავნეს, რაც 150 %-იანი წლიური ზრდაა.
თუმცა ივნისში კი, ეს მაჩვენებელი იყო 492 %-ით გაზრდილი [231.44 მლნ აშშ დოლარი]. ასევე, მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა 888 %-ით [313.9 მლნ აშშ დოლარი], აპრილში კი, 300 %-ით [132.98 მლნ აშშ დოლარი].
აქ შეგიძლიათ ნახოთ ეკონომიკური ანალიზი, თუ რატომ ელოდნენ ჯერ კიდევ მაისში ეკონომიკის ექსპერტები რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებას.
ივლისში ასევე შემცირდა ფულადი გზავნილების რაოდენობა თურქეთიდან [-3.68%] და საბერძნეთიდან [-7.06%], ხოლო გაიზარდა გერმანიიდან 47.02 %-ით [14.64 მლნ აშშ დოლარი] და იტალიიდან 7.91 %-ით [35.96 მლნ აშშ დოლარი].