ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება

17.08.2022 • 3954
ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი.

„კლდის მასის ჩამოშლის საშიშროების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას შესაძლოა 2-3 დღე დასჭირდეს,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

ამავე უწყების ინფორმაციით, ბათუმიდან უტყისუბნამდე მოძრაობა მთელ მაგისტრალზე თავისუფალია.

განახლება: ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთი სადაც გზა გადაკეტილია / ივერი ბალახაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: