დღეს, 10 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ქობულეთში. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ფოტომასალაში, რომელიც „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილიდან მოაწოდეს, ჩანს, რომ ერთმანეთს შეეჯახა თავდაცვის სამინისტროს პიკაპი და მსუბუქი ავტომანქანა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამბობენ, რომ ავარიის ადგილიდან 5 დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში.