ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

07.08.2022 • 6233
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 9 და 10 აგვისტოს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

ზღვის წყლის ხარისხს წელსაც გააკონტროლებენ – უსაფრთხო ბანაობა

მთავარი ფოტო: სარფი. ფოტო:  მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: