მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აგვისტოს მონაცემები

04.08.2022 • 1485
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 789 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 4 026 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 946 ერთეული [+7]
  • MLRS – 260 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 742 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 960 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 83 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 261 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 673 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 244 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 786 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 251 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 696 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის დაზვერვა: ფეესბეს სურდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები პროპაგანდისტულ რეპორტაჟებში გადაეღო. ამ ვიდეოებში სამხედროებს უნდა ეღიარებინათ „ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, უარი ეთქვათ საკუთარი შეხედულებაზე და დაეგმოთ უკრაინის ხელისუფლება: „აზოველები“ მოკვლამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა

ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კონფლიქტური სიტუაციები და საფრთხეები განსხვავებულია, თუმცა მათ აერთიანებს ერთი ფაქტორი — გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩავარდნა: ბალკანეთი, ტაივანი, კავკასია… ყველა კონფლიქტს აერთიანებს ერთი ფაქტორი — ზელენსკი

ამავე თემაზე:

რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: