მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 3 აგვისტო

03.08.2022 • 1343
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 3 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +180]
  • ტანკი – 1 774 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 4 022 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 939 ერთეული [+3]
  • MLRS – 259 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 740 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 180 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 922 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 83 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 261 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 669 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 231 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 782 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 242 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 676 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რას პასუხობს აზოვის პოლკი რუსეთს „ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე“[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბი ასჯერ აღემატება ყველა ცნობილი ავაზაკისას? – პოდოლიაკი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: