საქართველოს რაგბის ნაკრებმა იტალიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 28:19.
შეხვედრა ბათუმში გაიმართა 10 ივლისს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მსოფლიო კლასიფიკაციაში მე- 12 ადგილზე დაბრუნდება. იტალია კი მე-14 ადგილამდე დაქვეითდება, რადგან მატჩი სამოას ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო იაპონიის ეროვნულ გუნდთან და, შესაბამისად, მე-13 ადგილზე სამოას ეროვნულმა ნაკრებმა გადაინაცვლა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ქუთაისში გამართავს 16 ივლისს, სადაც „აია არენაზე“ ბორჯღალოსნები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
_________________
მთავარ ფოტოზე: დავით ნინიაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრი. Georgian Rugby/facebook