მთავარი,სიახლეები

რუსეთი აგროვებს რეზერვებს უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის – ბრიტანული დაზვერვა

09.07.2022 • 3021
რუსეთი აგროვებს რეზერვებს უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთი აგროვებს სარეზერვო ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და გადაჰყავს უკრაინასთან ახლოს მომავალი საბრძოლო ოპერაციებისთვის, – წერს ბრიტანული დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს 9 ივლისის დაზვერვის მონაცემების თანახმად, ახალი ქვედანაყოფების ტრანსპორტირება მოძველებული და დასაწყობებული ჯავშანმანქანებით მოხდება.

ახალი ქვეითთა ქვედანაყოფების დიდი ნაწილი სავარაუდოდ MT-LB ჯავშანმანქანებით გაიგზავნება. ეს ჯავშანმანქანები დიდი ხანია მთავარ ტრანსპორტად აღარ გამოიყენებოდა და დასაწყობებული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ MT-LB ადრე ორივე მხარეზე გამოიყენებოდა დამხმარე როლში, რუსეთი დიდი ხანია მოიაზრებს უმრავლეს შემთხვევაში ბრძოლის წინა ხაზზე ქვეითთა ტრანსპორტირების როლისთვის შეუფერებლად.

ეს ჯავშანმანქანა თავდაპირველად 1950-იან წლებში შეიქმნა, როგორც ტრაქტორი, რომელსაც უნდა გამოეთრია არტილერია, აქვს ძალიან შეზღუდული ჯავშანი და მხოლოდ ერთი ტყვიამფრქვევი თავდაცვისთვის.

ამის საწინააღმდეგოდ, თებერვალში, რუსეთის შეიარაღებული ძალების პირველი ქვედანაყოფების უმრავლესობა აღჭურვილი იყო BMP-2 ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, წარმოდგენილი 33მმ-მდე სისქის ჯავშნით და მძლავრი 30 მმ-იანი ავტოქვემეხითა და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვებით.

მიუხედავად პრეზიდენტი პუტინის 2022 წლის 7 ივლისის მტკიცებისა, რომ რუს სამხედროებს ჯერ „არც კი დაუწყიათ“ თავიანთი ძალისხმევა უკრაინაში, რუსეთის დამატებითი ძალების დიდი ნაწილი საგანგებო დაჯგუფებები არიან, რომლებიც გადაჰყავთ ხმარებიდან ამოღებული და შეუსაბამო აღჭურვილობით.

________

მთავარი ფოტო: უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რაიონში მიტოვებულ რუსულ MT-LB-ს ამოწმებენ / Associated Press / East News

გადაბეჭდვის წესი


ასევე: