მთავარი,სიახლეები

სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმშია და საკონსტიტუციოს მოსამართლეებს შეხვდა

08.07.2022 • 1316
სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმშია და საკონსტიტუციოს მოსამართლეებს შეხვდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან ლადო ჭანტურია და ამავე სასამართლოს მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვიქტორ სოლოვეიჩიკი სტუმრობდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ურთიერთგავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესზე.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე. რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ყურადღება გაამახვილა ეფექტიანი მართლმსაჯულების როლზე სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარების პროცესში,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

____

მთავარი ფოტო: ევროპის ადამინის უფლებათა სასამართლოს რობერტ სპანო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: