3 ივლისის მონაცემებით, ბათუმის მერიას 86 მიმდინარე აუქციონი აქვს გამოცხადებული, რომლებიც გონიოსს და კვარიათის სანაპირო ზოლში მდებარე ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებს.
ნაკვეთები, საპლაჟე ინფრასტრუქტურის განთავსების პირობით, სარგებლობაში, ძირითადად, 3 თვით გაიცემა – 2022 წლის 15 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.
სხვადასხვა ნაკვეთის შემთხვევაში სარგებლობის საწყისი თანხა სხვადასხვაა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის 3 600 ლარია [სამი თვის სარგებლობის საწყისი ღირებულება; ნაკვეთის ფართობი კი სტანდარტულად 240 კვ.მ]. არის სხვა ფართობების ნაკვეთებიც განსხვავებული საწყისი ფასებით. ზოგიერთი ნაკვეთი კი, უფრო ხანგრძლივი დროით გაიცემა იჯარით.
აუქციონები დაწყებულია და 2022 წლის 7 ივლისს დასრულდება.
უმეტეს აუქციონებში, პირობის მიხედვით, გამარჯვებულს უფლება ეძლევა სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს საპლაჟე ინფრასტრუქტურა [შეზლონგი, ქოლგა].
ამასთან, მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ვალდებულია:
- სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
- განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება.
[crosslist]
- მოიჯარეს (აუქციონში გამარჯვებულს) ეკრძალება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა, ასევე მიწის ნაკვეთზე (პლაჟის მონაკვეთზე) ობიექტის/საპლაჟე ინფრაქტრუქტურის იმდაგვარად განთავსება, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი დაინტერესებული პირის ზღვის სანაპიროზე მოხვედრას.
[/crosslist]