დღეიდან „ულიმიტო“ კატეგორიას ახალი პაკეტი „ყველაფერი ულიმიტო“ დაემატა. შეთავაზება ითვალისწინებს 7 დღის განმავლობაში ინტერნეტ, სასაუბრო და sms ულიმიტო მომსახურებას.
პაკეტის აქტივაცია შესაძლებელია კოდით *019# ან აპლიკაციით MySilknet. აღნიშნული კომბინაციით მოწმდება ასევე ბალანსი, გახარჯული წუთები და მოცულობები, ხდება სერვისის დეაქტივაცია.
პაკეტი ავტომატურად განახლებადია ტარიფით – 15₾.
სილქნეტის ქსელში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიაქტიურონ ასევე სხვა ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები, კოდით *019#:
- ერთდღიანი -1.5₾
- 5 დღიანი – 6₾
- ღამის საათებში ულიმიტო მომსახურება -4.9₾
- 30 დღით ულიმიტო ინტერნეტი – 30₾
ულიმიტო პაკეტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ავტომატურად განახლების პირობით.