აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მაისის 21 საათიდან 23 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით წვიმა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 18-23 გრადუსი სითბო
- შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო
- მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 10-15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 და 25 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად წვიმიანი ამინდი.