განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-20 სკოლაში უკრაინული სექტორი გახსნეს, სადაც 100 ბავშვი ისწავლის

18.05.2022 • 2228
ბათუმის მე-20 სკოლაში უკრაინული სექტორი გახსნეს, სადაც 100 ბავშვი ისწავლის

დღეს, 18 მაისს, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სკოლაში ასი უკრაინელი ბავშვი ისწავლის 1-4 კლასების ჩათვლით.

სექტორის გახსნას ესწრებოდნენ  საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრები, ასევე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი.

უკრაინელი მოსწავლეები ბათუმში განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ. უფრო ადრე უკრაინელი სექტორი თბილისში გაიხსნა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, 8 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასამდე ლტოლვილი ჩამოვიდა, მათ შორის, 4 500 ბავშვია.

უკრაინული სექტორის გახსნას უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულიც ესწრებოდა.

____________________

მთავარი ფოტო: უკრაინელი ბავშვები ბათუმში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: