მთავარი,სიახლეები

ხვალ ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში შუქი გაითიშება – ნახეთ განრიგი

17.05.2022 • 2630
ხვალ ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში შუქი გაითიშება – ნახეთ განრიგი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო ხვალ, 18 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მცხოვრებ ზოგიერთ აბონენტს.

ბათუმში დენი გაითიშება 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით შემდეგ ქუჩებზე: შერიფ ხიმშიაშვილის, ზურაბ გორგილაძის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდება ზღვისპირა პარკის ტერიტორიას.

ხელვაჩაურში  10:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მონაცვლეობით გაითიშება შუქი შემდეგ სოფლებში: გვარაში, ქედქედში, განთიადში, კობალეთსა და მიმდენარე სოფლებში, ასევე დაბა მახინჯაურის ნაწილში.

ქობულეთში 11:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში შუქი გაითიშება მონაცვლეობით შემდეგ სოფლებში: ლეღვაში, ჭახათში, ხუცუბანში, ქაქუთსა და მიმდებარე სოფლებში. ქალაქ ქობულეთში დენი გაითიშება დავით აღმაშენებლის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, ჩოლოქის დასახლების ნაწილში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: