დღეს, 7 მარტს, უკრაინის საზღვაო ქვეითთა სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინამ კონტროლი აღადგინა ქალაქ ხერსონთან ახლოს მდებარე ჩერნობაევკას აეროდრომზე.
ინფორმაცია აეროდრომის აღების შესახებ 27 თებერვალს გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
დღეს უკრაინის საზღვაო ქვეითთა სარდლობამ განაცხადა, რომ აეროდრომზე რუსი ოკუპანტების 30-მდე რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს.