აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთაში – თოვა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 11-16 გრადუსი სითბო,
- შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო,
- მაღალ მთაში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; დროგამოშვებით – წვიმა; ხილვადობა: კარგი; ტალღის სიმაღლე: 7-12დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა: +11 გრადუსი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ორ დღეს, 3 და 4 მარტს, აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.