უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარკასტული პოსტი მიუძღვნა იტალიის პრემიერს, მარიო დრაგს, რომელმაც მედიასთან აღნიშნა რომ ზელენსკის დაურეკა, მაგრამ ვერ მოახერხა მასთან ლაპარაკი რადგან უკრაინის პრეზიდენტს არ ეცალა.
„დღეს 10:30 საათზე ჩერნოგორიის, ჰოსტომელის და მელიტოპოლიის მისადგომებზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი ისე შევადგინო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო მარიო დრაგს [იტალიის პრემიერ-მინისტრი].
ამავდროულად, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის“, – წერს ზელენსკი.
Today at 10:30 am at the entrances to Chernihiv, Hostomel and Melitopol there were heavy fighting. People died. Next time I’ll try to move the war schedule to talk to #MarioDraghi at a specific time. Meanwhile, Ukraine continues to fight for its people.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2022
უკრაინის პრეზიდენტს, twitter-ზე გამოეხმაურა იტალიის პარლამენტის დეპუტატი, მარკო დი მარიო:
“მარიო დრაგიმ გამოტოვებული ზარი ახსენა ღრმა წუხილისა და ემოციის გამოსახატად და არა სასაყვედუროდ. მთავრობა, პარლამენტი და ყველა იტალიელი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად მკაცრ სანქციებს რუსეთის დანაშაულებრივი შემოჭრის საპასუხოდ”.
#MarioDraghi mentioned the missed call with deep concern and emotion, not controversy. The government, parliament and all Italians stand by the Ukrainian people and we will support the toughest possible sanctions to counter the criminal Russian invasion.
— Marco Di Maio 🇪🇺🇮🇹 (@marcodimaio) February 25, 2022
პრეზიდენტის ცნობით, ბოლო ორ დღეში, საფრანგეთმა 500 მილიონი ევრო, ხოლო ფინეთმა – 50 მილიონი დოლარი გამოუყო უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკის twitter ოფიციალურ გვერდზე აქტიურად ახლდება ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან საუბრებისა და მოლაპარაკებების შესახებ.