უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა სამხედრო ფორმირებების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს, ქვეყანაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ბრძანების თანახმად, მობილიზაცია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 დღე გაგრძელება.
დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ უკრაინის ტერიტორიის დატოვება ეზღუდებათ მოქალაქეებს – 18-დან 60 წლამდე კაცებს.
_____
24 თებერვლის დილით რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.