კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვლის 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ბათუმში ნევრესტან შაშიკაშვილის და ენვერ ხაბაძის ქუჩის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება.
ასევე, ხვალ, 17 თებერვლის 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ბაგრატიონის ქუჩის #161-ში მცხოვრებ აბონენტებს.
„სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდება.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.