განათლება,მთავარი,სიახლეები

საბავშვო ბაღები თვითშეფასების პროცესს 2023 წლიდან დაიწყებენ

16.02.2022 • 2080
საბავშვო ბაღები თვითშეფასების პროცესს 2023 წლიდან დაიწყებენ

საქართველოს პარლამენტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წელს შეიქმნება საბავშვო ბაღების ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა საჯარო და კერძო ბაღი დარეგისტრირდება.

უნდა შემუშავდეს ავტორიზაციის სტანდარტებიც. ცვლილება ითვალისწინებს 2023 წლიდან თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომლის მიხედვითაც ყველა სკოლამდელი დაწესებულება თვითშეფასების პროცესს ახალი სტანდარტებით გაივლის.

„კანონპროექტი ეტაპობრივი ავტორიზაციის საკითხებსაც მოიცავს, კერძოდ, 2025-2030 წლებში ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია მათი მზაობიდან გამომდინარე გაწერილი გრაფიკის საფუძველზე განხორციელდება“ – ნათქვამია პარლამენტის გადაწყვეტილებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: