მთავარი,სიახლეები

50 წელს ზემოთ ვინც დაიბუსტება, 100 ლარს მიიღებს – მთავრობა

25.01.2022 • 16935
50 წელს ზემოთ ვინც დაიბუსტება, 100 ლარს მიიღებს – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზას გაიკეთებენ,  სახელმწიფო 100 ლარით წაახალისებს.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მომატებულია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ადამიანი ტესტირებას გადის, სწორად მიუთითოს მონაცემები, რადგან შემდგომში არ გართულდეს მასთან დაკავშირება,“- ამბობს გიორგი ღიბრაძე, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი.

25 იანვრის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გასულ დღე-ღამეში 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: