„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 25 იანვარს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბათუმში, ხელვაჩაურში, შუახევში, ხულოსა და ქედაში.
კერძოდ, ელეტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება:
ბათუმში
11:00-დან 12:00 საათამდე – გრ. ლორთქიფანიძის, კოტე აფხაზის, სხალთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ბეთლემის, აეროპორტის გზატკეცილის, ანგისის, კახაბრის და ადლიის დასახლებებში.
12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით – შ. ხიმშიაშვილის, ნინოშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, გიორგი ბრწყინვალის, ნიჟარაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ზღვისპირა პარკს, აეროპორტის გზატკეცილზე და ადლიის დასახლებაში.
ხელვაჩაურში
11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: მინდა და კახაბერი.
შუახევში
12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს სოფელში: ჭვანა, ბარათაული, გომარდული, წყაროთა, ინწკირვეთი, ცხემლისი და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში
13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: თაგო, განახლება და ჩაო.
ქედაში
10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: მეძიბნა, კუჭულა, ოქტომბერი, ქედა, ინასარიძეები, მერისი, აგოთა.
10:00-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე – ოქტომბერი, ნაკონაღვარი, მერისი, გოგინაძეები და მიმდებარე სოფლებს, დაბა ქედის ნაწილს.
12:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებში: კვაშტა, ვაიო, აქუცა, სირაბიძეები და მიმდებარე სოფლებს. დაბა ქედის ნაწილს.