ბათუმი,განათლება,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა აშენდება – დაიხარჯება 3,7 მილიონი ლარი

23.01.2022 • 2761
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა აშენდება – დაიხარჯება 3,7 მილიონი ლარი

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლის შენობის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 798 555 ლარია გამოყოფილი.

აჭარის განათლების სამინისტრომ მშენებლობაზე ტენდერი, აღნიშნული თანხით, ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი კი, რომელიც 6 იანვარს დასრულდა, არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ხუცუბანში არსებული სკოლის ძველი შენობა [და სხვა ნაგებობები] დაიშლება და პროექტის მიხედვით, ახალი, სამსართულიანი შენობა აშენდება. ახალ სკოლაში შშმ პირებისთვის მოეწყობა ლიფტი.

ახალი შენობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა აშენდეს.

პირობის მიხედვით, „ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები (მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით), ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.“

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 10 დებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.

ხუცუბნის ახალი სკოლის რენდერი და არსებული შენობა

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: