განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

24.12.2021 • 1217
ბათუმში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

24 დეკემბერის მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ორი კერძო სკოლა ბათუმში და 111 კლასი სხვადასხვა საჯარო სკოლაში.

  • ბათუმში დისტანციურად სწავლობს 80 კლასი
  • ქობულეთში 19 კლასი
  • ხელვაჩაურში 12 კლასი

მიმდინარე კვირაში კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 2,9 და მოსწავლეების 2,1 პროცენტს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. „ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6 პროცენტი“.

24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1976 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: