მთავარი,სიახლეები

ბსუ-ში ზამთრის არდადეგები 3 იანვრიდან დაიწყება

23.12.2021 • 2174
ბსუ-ში ზამთრის არდადეგები 3 იანვრიდან დაიწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის არდადეგები სტუდენტებისთვის 30 დეკემბერს დაიწყება და 10 იანვრის  ჩათვლით გაგრძელდება. 

ბსუ-ში სწავლა ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს პირველი და მეორეკურსელებისთვის, ხოლო  მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები სრულად ონლაინ სწავლობენ. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 11 ოქტომბერს ჰიბრიდულად დაიწყო და ამ დრომდე ჰიბრიდულად  გრძელდება. 

______________

შესწორება: მასალაში, ბსუ-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეწერა, რომ ბსუ-ში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა. მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბსუ-ს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ უნივერსიტეტში 30-31 დეკემბერი სამუშაო/სასწავლო დღეებია. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: