4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 5 206 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 48 615 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 53 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარაში – 193, იმერეთში – 979, ქვემო ქართლში – 360, შიდა ქართლში – 428, გურიაში – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 378, კახეთში – 530, მცხეთა-მთიანეთში – 118, სამცხე-ჯავახეთში – 157, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 619, მათგან 6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
3 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.