მთავარი,სიახლეები

„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – გახარიას პარტია ბათუმში გუნდის ყოფილ წევრზე

29.10.2021 • 4560
„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – გახარიას პარტია ბათუმში გუნდის ყოფილ წევრზე

პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, აკაკი გვიანიძე აცხადებს, რომ მათი პარტიის ყოფილი წევრი, ირაკლი თავდგირიძე, რომელმაც დღეს გაავრცელა განცხადება პარტიის დატოვების შესახებ, მოისყიდეს.

ამის შესახებ დღეს, 29 ოქტომბერს, პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აკაკი გვიანიძემ:

„ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს, რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე უფრო მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება.

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და ამ გეგმების შესრულებას ვაპირებთ. რაც დავპირდით ამომრჩეველს, აუცილებლად შევასრულებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის ბათუმში“.

აკაკი გვიანიძემ ასევე აღნიშნა, რომ პარტია არ აპირებს შეეკრაა ოპოზიციას და ან მმართველ პარტიას.

„ორივე სწორედ იმ მეთოდებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი,“ – აღნიშნა აკაკი გვიანიძემ.

გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი თავდგირიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ დღეს დატოვა. იგი ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს მომავალი წევრია. თავდგირიძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრების არჩევანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ერთად – 16.

ამავე თემაზე: 

გახარიას გუნდის წევრმა ბათუმის საკრებულოში შესვლის წინ პარტია დატოვა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: