ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან

24.10.2021 • 5832
ბათუმში წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით 15/20 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო და შიდამთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13- 18 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 1-6 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: 

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი, წვიმა, ხოლვადობა 1-10კმ. ტალღის სიმაღლე 13-18დმ(4ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში სამშაბათს, 26 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: