მთავარი,სიახლეები

ბილაინის ქსელი ხარვეზით მუშაობს

23.10.2021 • 1054
ბილაინის ქსელი ხარვეზით მუშაობს

დღეს, უკვე რამდენიმე საათია, „ბილაინის“ აბონენტები დარეკვას ვერ ახერხებენ.  დარეკვა შეუძლებელია ბილიანის ცხელ ხაზეც.

ბილაინის ფეისბუქგვერდის ჩათში კი შემდეგი შინაარსის აგზავნის კომპანია: „გთხოვთ, დატოვოთ შეტყობინება და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ ამჟამად, აბონენტთა გარკვეულ ნაწილს უფიქსირდება ხარვეზი ზარების მიღებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღებთ აუცილებელ ზომებს საკითხის გადასაწყვეტად, კომპანიის სახელით ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „სპეციალისტები უკვე მუშაობენ, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს სერვისის აღდგენა“.

გადაბეჭდვის წესი