მთავარი,სიახლეები

კოვიდის სტატისტიკა ისევ იზრდება – დადასტურდა 2844 ახალი შემთხვევა

09.10.2021 • 986
კოვიდის სტატისტიკა ისევ იზრდება – დადასტურდა 2844 ახალი შემთხვევა

9 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2844 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 38 042 ტესტი კორონავირუსზე.

ბოლო დღეებია საქართველოში ყოველდღიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 ათასზე მეტია.

გასულ 24 საათში 29 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.01%.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 23 848 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 18 978  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: