მთავარი,სიახლეები

„14 წლის ნინის საქმეზე“ ბაბუას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

06.08.2021 • 2551
„14 წლის ნინის საქმეზე“ ბაბუას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

„14 წლის ნინის საქმეზე“ სოლომონ ცეცხლაძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ნინის ბაბუაა და თითქმის ნახევარი წელი საპატიმრო დაწესებულებაშია.

საუბარია 2021  წლის 10 თებერვალს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ორი თვით ადრე არასრულწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი პოლიციელებმა ნინის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. 15 თებერვალს დააკავე ნინის ბაბუაც მუქარის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 14 წლის ნინის ბაბუა მუქარის ნაწილში უდანაშაულოდ მიიჩნია, თუმცა სოლომონ ცეცხლაძეს ოჯახში ძალადობა დაუდასტურდა.

ამ დრომდე არ დასრულებულა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცის სასამართლო პროცესი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: