გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა, ზოგან – ძლიერი.
სააგენტოს ინფორმაციით ამ პერიოდში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს სააგენტო.