საქართველოში „კომენდანტის საათი“ ერთი საათით შემცირდა. კერძოდ, გადაადგილება აკრძალული იქნება საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე.
აქამდე გადაადგილება 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იყო შეზღუდული.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დღეს, პირველ ივნისს.