დღეს, 28 აპრილს, ბათუმსა და ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დაახლოებით დილის 9 საათზე, ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ დილით ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ ხალვაშის გამზირიდან მათ გამოძახება არ ჰქონიათ.
„ბათუმელები“ შს სამინისტროსგანაც ელოდება ინფორმაციას.