რეკლამა,სიახლეები

ვაკანსია ქედაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ანაზღაურება – 630 ლარი

01.04.2021 • 2256
ვაკანსია ქედაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ანაზღაურება – 630 ლარი

ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სრულწლოვანი [18 წლის და მეტი] მოქალაქეებისთვის აცხადებს კონკურსს თემის მობილიზატორის პოზიციაზე.

დასაქმების პერიოდი: 20.04.2021 -30.08.2021

ანაზღაურება: თვეში 630 ლარი

ვაკანსიის რაოდენობა: 15 მობილიზატორი

[checklist]

  • მოვალეობები:

[/checklist]

მობილიზატორი ვალდებულია, ქედის მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტის პოპულარიზაციის ფარგლებში, ყოველკვირეულად, 4 დღის განმავლობაში, დაბა ქედასა და 64 სოფელში, მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეებს ქედის მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ, კარდაკარის კამპანიის ფარგლებში;

ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში აწარმოოს კონსულტაციები და გაუწიოს დახმარება მოქალაქეებს, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინრეგისტრაციის პროცესში;

მონაწილეობა მიიღოს მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში ჩასატარებელი კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში და შეასრულოს დამკვირვებლის როლი სამი დღის განმავლობაში;

ყოველკვირეულად შეადგინოს წერილობითი ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.

[checklist]

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

[/checklist]

  • ქართული ენის (წერითი და ზეპირი) სრულყოფილი ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) ცოდნა;
  • ელექტრონული ფოსტით სარგებლობის გამოცდილება;

უპირატესობა მიენიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს.

შერჩეულ კონკურსანტებს უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ჩაუტარდებათ ტრენინგების კურსი, თემებზე:

  • ადილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები;
  • სამოქალაქო ბიუჯეტირება;
  • თემში მუშაობა;
  • პრობლემის ანალიზი;
  • საპროექტო განაცხადის შედგენა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოს რეზიუმე (CV) და საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: ijhbatumi2001@gmail.com

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:

  1. წარმოდგენილი რეზიუმეს (cv) ანალიზი;
  2. გასაუბრება – კომპეტენციის დონის დადგენის ან უნარების განსაზღვრის მიზნით. შესაძლოა, კანდიდატს მოეთხოვოს პრაქტიკული სავარჯიშოს/დავალების შესრულება.

სავალდებულოა ელ.ფოსტის დასახელებაში (Subject) ჩაიწეროს – ვაკანსია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 30 71 55.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: