26 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 738 პირი ემსხვერპლა.
25 მარტის მდგომარეობით საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.60 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.89%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარაში – 26, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 18, კახეთში – 9, მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პაციენტი.
192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.