ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ავსტრალიის ღია პირველობის“ პირველ წრეში შვეიცარიელ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს შეხვდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, როჯერ ფედერერი კი – ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი და მრავალგზის დიდი სლემის გამარჯვებული. ისინი პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. „Australian Open 2016“ – 18-31 იანვარს ქალაქ მელბურნში, სპორტულ კომპლექს მელბურნის პარკში გაიმართება. ავსტრალიის ღია პირველობა დიდი სლემის მეორე ტურნირია, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ძირითად ბადეში ითამაშებს.