საქართველოს პარლამენტმა დღეს, 22 თებერვალს, ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა.
პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. 89 ხმით ორის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
—————————————————————————
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.
ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა იმავე დღესვე გახდა ცნობილი. პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ პოსტზე მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილი 2013-2015 წლებში, ერთხელ უკვე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს.